srijeda, 9. studenoga 2016.

მეცხრე დღე

        შევაჯამეთ  მთელი  ჩვენი  პროექტის  მუშაობა,  მოვისმინეთ   პრეზენტაციები. ავტვირთეთ  დრაივში,დავდეთ  ბლოგზე. დღე   იყო მეტად  შინაარსიანი.  მიღებულ  ცოდნას  სიამოვნებით    გამოვიყენებ  მომავალში  ჩემს  პრაქტიკაში.                                               დიდი მადლობა  ჯგუფის  ტრენერს  ქალბატონ  შორენა  ბადურაშვილს  საინტერესო ტრენინგისათვის  და  გაწეული  მუშაობისათვის.                                                                               ძვირფასო  ძალიან  მიყვარხარ.

ponedjeljak, 7. studenoga 2016.

მერვე დღე

დღეს  ვისწავლეთ  ფასილიტაცია  ტექნოლოგიების გამოყენებით გავეცანით მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმას, გავაკეთეთ ანიმაციები. ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.

მეშვიდე დღე

დღეს  ნაყოფიერად  ვიმუშავეთ.   გავუზიარეთ  ერთმანეთს  მოსწავლის   ნამუშევრის  პრეზენტაცია  და  ავტვირთეთ.  ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ  სწავლებაზე.  შევქმენით  დამხმარე პრეზენტაციის  შაბლონები.

მეექვსე დღე

საინტერესოა  ჩემთვის  ყოველი  ტრენინგი.  დღევანდელი  დღე  დაწყვილდი-გაუზიარეს  აქტივობით  დავიწყეთ. გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს  და  შევქმენით  ჩვენი  პროექტისათვის  მსგავსი  რუბრიკები. შექმნილ  რუბრიკებს   გამოვიყენებ  სასწავლო   პროცესში

subota, 29. listopada 2016.

მეხუთე დღე

განვიხილეთ  მე-3  მოდული.კერძოდ,  კავშირები.  ვისწავლეთ  რეფლექსიის  წერა დაწყვილდი-გაუზიარეს  აქტივობით.   გავუზიარეთ   ჩვენი  ნამუშევრები  ერთმანეთს.  გავეცანით  საავტორო  უფლებებს.  შევინახეთ  სურათები.  ვისწავლეთ   ბლოგებზე  კომენტარების  წერა.ვისწავლეთ  მარტივი  შაბლონის   წერა,  რომელსაც  აუცილებლად  გამოვიყენებ  მოსწავლეებთან.

nedjelja, 23. listopada 2016.

მეოთხე დღე

განვიხილეთ  სხვადასხვა  მეთოდი.  აღინიშნა, რომ პროექტზე მუშაობისას  აუცილებელია  შეფასების  ხუთივე  მიზანი  კარგად  ჩანდეს.  ვიმუშავეთ  შეფასების  სტრატეგიებზე: მეთოდებსა  და   ინსტრუმენტებზე.
    მიღებული  ცოდნა  დამეხმარება  პროექტზე  მუშაობისას. 

subota, 22. listopada 2016.

მესამე დღე

წარმოდგენილი საპროექტო თემა  შევუსაბამეთ  სტანდარტს. შევარჩიეთ  შესაბამისი  ინდიკატორები. დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები.განვიხილეთ  ზოგადი, თემატური და  შინაარსობრივი  კითხვები.   შესწავლილი  მასალა გამომადგება  მომავალში პროექტზე  მუშაობის  დროს.